ხუთი დღე პარიზში
პირველი საღამო სენაზე, ერთი დღე დისნეილენდში და ბოლო გაჩერება შანტიის სასახლეში. პროგრამას შენი ფრენების, თარიღებისა და ინტერესების მიხედვით შევათანხმებთ.
დღე 1 · ჩამოსვლა
პირველი საღამო პარიზში
ნახე პირველი დღის განრიგი
- აეროპორტში დახვედრააეროპორტში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები დაგხვდებიან.
- პირველი საღამო ქალაქშითუ რეისის დრო და კრუიზის განრიგი გვაძლევს საშუალებას, მოვინახულებთ ტროკადეროს, ვნახავთ ეიფელის კოშკს და გავისეირნებთ სენაზე.
- სასტუმროში დაბინავებასაღამოს პროგრამის შემდეგ სასტუმროში მიგიყვანთ. გვიან ჩამოსვლისას განრიგს წინასწარ შევათანხმებთ.
- თავისუფალი დროდაბინავების შემდეგ საღამოს დარჩენილი დრო შენია.

დღე 2 · ქალაქის ტური
კლასიკური პარიზი
- პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
- Starbucks Opéra და ოპერა გარნიე
- Galeries Lafayette: გუმბათი და ტერასა, თუ ღიაა
- ლუვრის ეზო და პირამიდა (გარედან) და ტიულრის ბაღი
- ელიზეს მინდვრები და ტრიუმფალური თაღი

დღე 3 · Disneyland Paris
ერთი დღე დისნეილენდში
Disneyland Park-ში გელოდება მძინარე მზეთუნახავის სასახლე, ატრაქციონები და აღლუმი. მეორე პარკის, Disney Adventure World-ის, მონახულებაც შეგიძლია, თუ შერჩეული ბილეთი ორივე პარკში მოქმედებს. საღამოს შოუს დრო ოფიციალურ კალენდარში გადაამოწმე.
დისნეილენდის ალბომი და გზამკვლევი
დღე 4 · ვერსალი და მონმარტრი
ვერსალის სასახლიდან მონმარტრამდე
დღის პირველ ნაწილში ვერსალის სასახლე და ბაღები. სასახლე და ტრიანონი ორშაბათობით დაკეტილია; ბაღების მონახულების პირობები ცალკე გადაამოწმე. პარიზში დაბრუნების შემდეგ გაისეირნე მონმარტრის ქუჩებში, მოინახულე საკრე-კერი და ტერტრის მოედანი.
ვერსალის ოფიციალური განრიგი
დღე 5 · გამგზავრება
შანტიის სასახლე და გაცილება
თუ სასახლე ღიაა და გამგზავრების რეისი საკმარის დროს ტოვებს, ეწვევი შანტიის სასახლეს (Château de Chantilly) და შემდეგ აეროპორტში გაგაცილებთ. ადრეული რეისის შემთხვევაში, პირდაპირ აეროპორტში გამგზავრებას შევათანხმებთ. შანტიის სასახლე, როგორც წესი, სამშაბათობით დაკეტილია.
შანტიის ოფიციალური განრიგი
შეთავაზება თქვენი თარიღებისთვის
რა შეგვიძლია მოვაწყოთ
შეთანხმებით, პაკეტში შეგვიძლია გავაერთიანოთ ავიაბილეთები, სასტუმრო, სამოგზაურო დაზღვევა (თუ კონკრეტული პირობები დადასტურდა), აეროპორტის ტრანსფერები და ქალაქის ტური. კრუიზის, დისნეილენდის, ვერსალისა და შანტიის ბილეთები და სხვა მომსახურება წინასწარ დაზუსტდება.
ეს არის პროგრამის ნიმუში და არა დადასტურებული ჯავშანი. კონკრეტულ სერვისებს, ფასს, სამუშაო საათებსა და ხელმისაწვდომობას შენი თარიღებისთვის დაგიდასტურებთ.
მოგვწერე შეთავაზებისთვის